ქორწილის შემდეგ დატრიალებული ტრაგედია - ვინ არიან რიკოთის გვირაბთან ავარიაში დაღუპული ადამიანები
LIFEრიკოთის გვირაბთან ტრაგიკულად დაღუპულ 6 ადამიანს ახლობლები და მეგბრები გლოვობენ.
არსებული ინფორმაციით, გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ "მინივენის" შეეჯახა, რომელშიც ერთი ოჯახის წევრები და მათი ნათესავები ისხდნენ.
გარდაცვლილთა შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი ბავშვიცაა. მეგობრების თქმით, ახალგაზრდა გოგო ორსულად იყო.
საავადმყოფოში
დაიღუპა ამავე ოჯახის წევრი, 19 წლის მ.ქ. სიცოცხლისთვის შეუსამაბო დაზიანებები მიიღეს ქანთარიების ნათესავებმა - 5 წლამდე ბიჭუნა დედასთან ერთად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცალა.
ავარიის დროს დაღუპულები თბილისიდან, ახლობლის ქორწილიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მიემგზავრებოდნენ.
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი 44 წლის მამაკაცი გადარჩა. რაც შეეხება ტრაილერის მძღოლს ის დაკაებულია.
გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.