Yerevan, 03.May.2026,
00
:
00
BREAKING


ისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთ

LIFE

Past.am

სახის ძვლისა და თავის ქალის რეკონსტრუქციის შედეგად, წარმოგვიდგინონ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ რეალურად ჩვენი წინაპარნი, საუკუნეების წინ მცხოვრები ისტორიული გმირები- ანთროპოლოგების საყვარელი საქმიანობაა. ადრე თუ მცირედი წარმოდგენა გვქონდა თუ როგორ გამოიყურებოდა ესა თუ ის გმირი, დღეს სწორედ ანთროპოლოგების საშუალებით გვექმნება ამაზე ნათელი წარმოდგენა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა საზოგადოებას წარმოუდგინეს საკუთარი ახალი ხედვა, ხარისხის შესაბამისობაში კი ძნელია არ განიკითხოთ, რადგან ნამდვილი შედეგებია ისინი და ხშირად რეკონსტრუქციული სულაც არ გავს იმ წარმოსახვითს, რომელიც გაგვაჩნია.

 

image

 

მოდით, ყველამ ერთად შევხედოთ ისტორიულ პერსონაჟებს, რომლებიც დიდი ხანია წარსულს ჩაბარდნენ, თუმცა რეალურად სწორედ ასე გამოიყურებოდნენ.



1. ნეფერტიტი, ფარაონ ტუტანჰამონის დედა, არაა გამორიცხული, რომ სწორედ ასე გამოიყურებოდა. 2003 წელს ეგვიპტოლოგმა Joann Fletcher-მა მოახდინა იდენტიფიკაცია, რომ მუმია KV35YL ანუ ნეფერტიტი, ეხნატონის დინასტიის მე-XVIII ფარაონის მეუღლე იყო. თუმცა, 2010 წლის დნმ-ის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაშთები არ ეკუთვნის ნეფერტიტს, ის იყო იმ ფარაონის სხვა მეუღლის ან ნეფერტიტის დის. ფაქტი კი ერთია, ის არა ეხნატონის დინასტიის ფარაონის მეუღლე, არამედ სხვა, სმენხკარის ფარაონის მეუღლე და ნამდვილად ტუტანჰამონის დედა იყო, რასაც ეგვიპტოლოგები სავსებით ეთანხმებიან.

image




2. ბრიტანელმა მეცნიერებმა ვირტუალური გაკვეთის შედეგად ახალი სამეფო დინასტიის ფარაონის- ტუტანჰამონის იმიჯი გაარკვიეს, რომელიც მართავდა ეგვიპტეს ჩვ.წ-მდე 1323-1332 წლებში. მეცნიერების მტკიცებით ტუტანჰამონს აწუხებდა გენეტიკური დაავადებები და ასევე მალარია, რომელიც მისი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გამხდარა. დაიღუპა 19 წლის ასაკში.

image




3. პავლე მოციქული- უდიდესი ფიგურა მსოფლიო ისტორიაში, ახალი აღთქმისა და ქრისტიანობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. წმინდა პავლე ჩვ.წ-მდე 5-67 წლებში ცხოვრობდა, რომელმაც შექმნა უამრავი ქრისტიანული თემა მცირე აზიასა და ბალკანეთში. 2009 წელს, პირველად ისტორიაში, სამეცნიერო კვლევა ჩატარდა სარკოფაგების მკვლევართა გუნდის მიერ. რომის ტაძრის Saint Paul Outside the Walls-ის საკურთხევლის ქვეშ აღმოაჩინეს სამარხი, სადაც იპოვეს ძვლის ფრაგმენტები. ჩატარებული ნახშირბადის-14 ექსპერტის კვლევის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ისინი ეკუთვნის I - II-ე საუკუნეში მცხოვრებ მამაკაცს- პავლე მოციქულს, რაც უდავო დასტურია.

image




4. 2012 წლის შემოდგომაზე, ლესტერში, ავტოსადგომის ქვეშ, ნაშთების რეკონსტრუქციის შედეგად აღმოაჩინეს მეფე რიჩარდ მე-III-ის სამარხი. ინგლისში, სამეფო ტახტი პლანტაგენეტების უკანასკნელი მეფე რიჩარდ მე- III, ქვეყანას 1483-1485 წლებში მართავდა. ცოტაოდენი ხნის წინ დადგინდა, რომ იგი ბრძოლის ველზე დაიღუპა. სიჩქარეში მეფეს დაუკარგავს მუზარადი, რის გამოც მიიღო თერთმეტი სასიკვდილო ჭრილობა, აქედან ცხრა მათგანი თავში. სამეფო ტახტის გამო Henry Tudor -ის წინააღმდეგ ბოსფორტის ბრძოლის დროს დაიღუპა სწორედაც მეფე რიჩარდი. Henry Tudor-ი კი მოგვიანებით მეფე ჰენრი მე-VII სახელით გახდა ცნობილი.

image




5. 2005 წელს, შუა საუკუნეების მსოფლმხედველი ჰელიოცენტრიკ Nicolaus Copernicus-ის (ნიკოლაი კოპერნიკი) ნაშთები იპოვეს ფრომბორკის ტაძარში (ეხლანდელი პოლონეთი). ვარშავის კრიმინოლოგიის ცენტრალურ ლაბორატორიაში კი მისი სახის კომპიუტერული რეკონსტრუქცია მოხერხდა. 2010 წელს, პრაქტიკული და თეორიული ქიმიის ერთობლივი ნამუშევრებით მიენიჭათ ელემენტებს სახელები, ხოლო 2011 წელს კი ეს სახელები დამტკიცდა მინიჭებულ ნომერებთან ერთად: Darmstadt, X-ray და Copernicium (დარმშტადი, რენტგენიუმი და კოპერნიკიუმი)- 110, 111 და 112. თავდაპირველად, 112-ე ელემენტს- Copernicium სახელწოდება მიანიჭეს Nicolaus Copernicus-ის პატივსაცემად, შემოკლებით კი Cp, თუმცა შემდეგ დასახელება შეიცვალა და დღეს ის არის Cn.

image




6. 2008 წელს, შოტლანდიელმა ანთროპოლოგმა Caroline Wilkinson-მა რეკონსტრუქცია გაუკეთა, მე-XVIII საუკუნის გამოჩენილ, უდიდეს გერმანელ კომპოზიტორს Johann Sebastian Bach-ის პორტრეტს (იოჰან სებასტიან ბახი). მისი ნაშთების ექსჰუმაცია (ამოთხრა, ამოღება) მოახდინეს 1894 წელს, ხოლო 1908 წელს მოქანდაკეები, არსებული, მისივე პორტრეტების მეშვეობით ცდილობდნენ დაედგინათ ბახის რეალური სახე. მე- XX საუკუნის დასაწყისში კრიტიკოსებმა უკმაყოფილება გამოხატეს და ამტკიცებდნენ, რომ ინფორმაცია მცდარია, ვინაიდან სრულიად შესაძლებელია პორტრეტი ეკუთვნოდეს Georg Friedrich Haendel-ს.

image




7. წარმოშობით ინგლისელი, უდიდესი პოეტისა და დრამატურგის William Shakespeare-ს (უილიამ შექსპირი) სახის რეკონსტრუქცია ჩამოაყალიბეს მისი ნიღბის მეშვეობით, რომელიც გარდაცვალების მომენტიდან აუღეს.

image




8. 2007 წელს, იტალიის ბოლონიის უნივერსიტეტის ცნობილმა მეცნიერებმა რეკონსტრუქცია მოახდინეს მე-XIII-XIV საუკუნეების გამოჩენილ, უდიდესი, საზღვარგარეთ მოღვაწე, იტალიელი კომპოზიტორის Dante Alighieri-ს (დანტე ალიგიერი) პორტრეტს. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, დანტე იტანჯებოდა ნარკოლეპსიით- "ნარკოლეპსია ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ძილის დარღვევა და დღის მანძილზე ძილიანობა." ამ მტკიცებულებას მოწმობს "ღვთაებრივი კომედია", სადაც დანტე დიდი სიზუსტით ავლენს ნარკოლეპსიის სიმპტომებს, რომელსაც ხშირად ახლდა თან კატაპლექსია- კუნთების ტონუსის ბლოკადა.

image




9. ასე გამოიყურება (სავარაუდოდ) ჰუგენოტების ლიდერი, საფრანგეთის ყოფილი მეფე ჰენრი მე-IV, რომელიც 1610 წელს კათოლიკე-ფანატიკოსის მიერ იქნა მოკლული. 2010 წელს, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა Philippe Charlier-ი, დამტკიცდა, რომ მუმიფიცირებული თავი, რომელიც ჰენრი მე-IV-ის ეგონათ, ნამდვილად მისია. 2013 წლის თებერვალში, იგივე მკვლევარებმა და ექსპერტმა-მეცნიერებმა მოახდინეს მეფის სახის რეკონსტრუქცია, თუმცა 2013 წლის ოქტომბერში, სხვა, გენეტიკის მკვლევარი ჯგუფის დასკვნებით ეჭვქვეშ დაყენდა ზემო აღნიშნული მოსაზრება, რომ ბურბონების დინასტიის მონარქს არ ეკუთვნის ნაშთები.

image




10. 2009 წელს, კლეოპატრას დის არსინ მე- IV(და მისივე მსხვერპლის) სახის რეკონსტრუქცია მოხერხდა მისივე თავისქალიდან აღებული ზომების შესაბამისად, რომელიც მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიკარგა. ისტორიკოსი, იოსებ ფლავიას უძველესი რომაული თქმულების მიხედვით, არსინი ჩვ.წ-მდე 41 წელს ეფესოში კლეპატრასა და მარკ ენტონის ბრძანებით მოკლეს, რადგან კლეოპატრასთვის საკუთარი და, მის გავლენასა და ქონებას საფრთხეს უქმნიდა როგორც კიდევ ერთი მემკვიდრე.

image




11. წმ. ნიკოლოზის სახის რეკონსტრუქცია მოხერხდა, წარმოშობით იტალიელი, ანატომიის პროფესორის შედეგების მიხედვით, რომელიც მან 1950 წელს, ქალაქ ბარიში წმ. ნიკოლოზის ბაზილიკის რესტავრირების მომენტში მოიპოვა. ქრისტიანულ სამყაროში, წმ.ნიკოლოზი მიჩნეულია როგორც ღვთისგან რჩეული, სასწაულმოქმედი, მეზღვაურების, ვაჭრებისა და ბავშვების მფარველი.

image

Brilliant Performance of Khachaturian’s Piano Concerto by the Thessaloniki Symphony Orchestra — Dedicated to the Memory of the Victims of the Armenian GenocideAraratBank Supports Launch of the 15th Anniversary “Faces of Memory” Seminar “Your Relative is in Danger”: IDBank Warns About an Aggressive Wave of Phone ScamsSoft Construct Showcased New Career Opportunities at Career City Fest 2K26 Financial Literacy Course for Learning Mission non-profit organization. Idram&IDBank A New Level of Digital Banking: IDBank Launches Strategic Partnership with OracleInternational Mother Earth Day. Idram&IDBankUcom Announces the Launch of Its Carbon Footprint Management ProgramUnibank issues USD bonds with a 5.6% yieldAraratBank’s Unwavering Commitment: 5 Years, 172 Beneficiaries, and over 100 ProjectsIDBank and Idram participate in Career City FestAraratBank’s Unwavering Commitment: 5 Years, 172 Beneficiaries, and over 100 Projects Grant Akopian Appointed CEO and Chairman of the Management Board of Converse Bank Travel in comfort with the Mastercard World "Travel" Cards from Unibank Ucom Supports Free FPV Drone Training for Teenagers by the ArmDrone Community AraratBank’s Special Offer at Leasing Expo Attracts Strong Customer Interest Flexible Terms when Transferring your Mortgage Loan to AraratBankThe Defense Team of the “Sacred Struggle” Releases Evidence Exposing a Fabricated Terrorism Case Unibank Awarded Client Protection Certification by MFR The Power of One Dram April Beneficiary: Davitbek Games NGOUcom and Impact Hub Yerevan Announce the Third Year of Green Innovation FellowshipUnibank Launches Referral Campaign “Invite Friends and Get Bonuses"Team Holding: The second phase of the placement of USD-denominated bonds has been completed. Underwriter - Freedom Broker Armenia. “A friend” needs money urgently. IDBank warns that trust can be exploited on social media.Denationalizing the ‘Map’ (Reflections on the ‘Real Armenia Ideology’)AraratBank at Leasing EXPO 2026: Special Leasing Offer for Energy-Efficient EquipmentUcom Offers Virtual Cloud Server (VPS) ServiceIDBank Participates in Regional Conference of the Union of Banks of Armenia, Presenting Innovative Tools for the SME SectorUp to 25% idcoin When Buying Airline Tickets with IDBank Premium CardsAcba bank and the U.S.-based Interactive Brokers have signed an agreementIDBank and Idram Alongside the “Matemik” NGOIDBank Participates in Regional Conference of the Union of Banks of ArmeniaConverse Bank Receives STP Excellence Award Once AgainUnibank to participate in Leasing Expo 2026 with a special offerAraratBank in Lori: Competitive Solutions for Business and Economic DevelopmentIDBank to Provide Scholarships Worth 35 Million Drams to 103 Artsakh Students at YSUUnibank joins the Partnership for Carbon Accounting Financials (PCAF)Safe environment – Equal opportunitiesAraratBank Receives STP Excellence Award from Commerzbank AGWorld Autism Awareness Day reminds us: culture is how we learn to see and embrace one anotherIDBank Receives Commerzbank’s STP Excellence Award 2025IDBank Presented a Special Offer at TOON EXPO 2026FINTECH360 International Conference to Bring Together 500 Participants in YerevanUcom Supports the DemArDem 2026 Regional Youth Forum Prominent Armenian Statesman Levon Sahakyan Passes Away at 89Ucom’s Unity Packages with the Best Fixed Network in Armenia Get 1% idcoin at TOON EXPO with Idram&IDBankOlympic sport should unite people, not become an arena for political campaigns USD 60 Million: Ameriabank Joins Financing of Firebird’s AI Data Center Construction in ArmeniaStatement by Archbishop Bagrat Galstanyan