გია მაისაშვილის ოჯახის წევრები განცხადებას ავრცელებენ
ЛАЙФგია მაისაშვილის ოჯახის წევრები "ფეისბუქზე" განცხადებას აქვეყნებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მოგესალმებით. გვინდა მოგახსენოთ, რომ ყველაფრის მიუხედავათ, გია მაინც არ ნებდება და ბოლომდე იბრძვის მისი სიცოცხლისათვის. სამწუხაროდ, გიას მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი თბილისში ჩამოყვანა ამჟამად ჩვენთვის ხელ მიუწდომელია, რადგან ეს მხოლოდ შესაძლებელია სპეციალური სამედიცინო რეანიმაციული თვითფრინავით - რომელიც ჯდება $160,000.
აქედან გამომდინარე, გიას მეგობრებმა შეადგინეს პეტიცია და მიმართეს სახელმწიფოს ფინანსური დახმარებისათვის. ჩვენ, როგორც მისი ოჯახი, რა თქმა უნდა, ასეთ თანხას ვერ მოვითხოვთ და არც ველით. ასევე გვინდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ არცერთი ფეისბუკზე გავრცელებული საჯარო ფულის შეგროვების ინიციატივა არ მოდის ოჯახიდან და გირჩევთ არ ჩაურიცხოთ არავის ფული.
ასევე დიდი თხოვნა გვაქვს, ყველამ თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისაგან.
უღრმესი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის".
მოგესალმებით. გვინდა მოგახსენოთ რომ ყველაფრის მიუხედავათ, გია მაინც არ ნებდება და ბოლომდე იბრძვის მისი სიცოცხლისათვის. სამწუხაროდ გიას მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი თბილისში ჩამოყვანა ამჟამად ჩვენთვის ხელ მიუწდომელია, რადგან ეს მხოლოდ შესაძლებელია სპეციალური სამედიცინო რეანიმაციული თვითფრინავით - რომელიც ჯდება $160,000.
აქედან გამომდინარე, გიას მეგობრებმა შეადგინეს პეტიცია და მიმართეს სახელმწიფოს ფინანსური დახმარებისათვის. ჩვენ, როგორც მისი ოჯახი, რა თქმა უნდა ასეთ თანხას ვერ მოვითხოვთ და არც ველით. ასევე გვინდა ხაზი გაუსვათ იმას რომ არცერთი ფეისბუკზე გავრცელებული საჯარო ფულის შეგროვების ინიციატივა არ მოდის ოჯახიდან და გირჩევთ არ ჩაურიცხოთ არავის ფული.
ასევე დიდი თხოვნა გვაქვს, ყველამ თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისაგან.
უღრმესი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის.