Ереван, 05.Апрель.2026,
00
:
00
ВАЖНО


შენი პირველი ღამე: 5 მითი ქალიშვილობის დაკარგვის შესახებ

ЛАЙФ

Past.am

ზოგიერთ კულტურაში ქალწულობა ითვლება სიწმინდის და ღირსების სიმბოლოდ, თუმცა ამჯერად არ მინდა ქალწულობის ღირებულებებზე და მნიშვნელოვნებაზე გესაუბრო. ყველა ჩვენთაგანისთვის ადრე თუ გვიან დგება ის მომენტი, როცა “იმ ერთ” ადამიანს შევხვდებით, ვინც ჩვენი პირველი მამაკაცი გახდება. ჩემი მიზანია, მოგიყვე პირველი ღამის შესახებ და ვუპასუხო შენს კითხვებს.
მაშ ასე!
რა არის ქალწულობა?
ქალწულობა ქალის ფიზიკური მდგომარეობაა დეფლორაციამდე (ქალწულობის დაკარგვამდე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალწულად ითვლება ადამიანი, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა სქესობრივ აქტში პენეტრაციით (შეღწევით).
ქალებში ქალწულობა გამოიხატება ქსოვილის (სპეც. აპკის) (Hymen) არსებობით, რომელიც გარს ეკვრის და ნაწილობრივ ფარავს ვაგინალურ ხვრელს. გარსმა, რომელსაც ხშირად “საქალწულე აპკს” უწოდებენ, ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლოა ზომაში მოიმატოს. თუმცა, მხოლოდ აპკის არსებობა არ არის ქალწულობის საკმარისი პირობა. იშვიათ შემთხვევებში, ფიქსირდება ანატომიური ანომალიები, როგორიცაა:
იმპერფორატული აპკი (Imperforate hymen)
ნორმალური აპკი ვაგინალურ ხვრელს მხოლოდ ნაწილობრივ ხურავს, თუმცა არის ღია ადგილები, საიდანაც მენსტრუალური სისხლის გამოყოფა ხდება. იმპერფორატული აპკის შემთხვევაში კი აპკი მთლიანად ფარავს ვაგინალურ ხვრელს, რაც პრობლემებს იწვევს და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
მიკროპერფორატული აპკი
აპკი გარეგნულად იმპერფორატული (დახურული) ჩანს, თუმცა შეუმჩნეველი, მცირე ზომის ნახვრეტები აქვს.
სეპტატური აპკი
აპკზე დამატებითი ვერტიკალური გარსების არსებობა. სეპტატური აპკი ძალიან იშვიათია და 2000-დან მხოლოდ 1 შემთხვევაში ფიქსირდება.
დეფლორაცია
ახლა, კონკრეტულად დეფლორაციის პროცესზე გადავიდეთ და განვიხილოთ აპკის ტიპის მიხედვით დეფლორაციის შეგრძნებები და ზომები, რომელიც შეგიძლია მიიღო ზედმეტი ტკივილის და უსიამოვნო შეგრძნებების შესამცირებლად.
აპკის ტიპი და სისქე არაერთგვაროვანი და ინდივიდუალურია. მაგალითად, მძიმეწონიან ქალებში აპკი ხშირად ღრმად არის მოთავსებული ვაგინალურ ხვრელში. დეფლორაციის შეგრძნებები დამოკიდებულია აპკის სისქეზე, მის მდებარეობაზე, ტიპზე და ხვრელების განლაგებაზე.
კერძოდ, თუ აპკი თხელია, ხვრელი კი საკმარისად დიდი ზომისაა, პენეტრაციას ნაკლები ტკივილი და სისხლდენა მოსდევს. ასევე, დასაშვებია სისხლდენის არარსებობა, როცა პენისი მცირე ზომისაა და პენეტრაციისას ადვილად თავსდება აპკის ხვრელში. არსებობს შემთხვევები, როცა აპკი ელასტიკურია და პენეტრაციისას არ ირღვევა, ან ირღვევა მხოლოდ ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სისხლის ოდენობა უმნიშვნელოა ან სისხლდენა არ ფიქსირდება. “ელასტიკური აპკი” (Elastic hymen) საკმაოდ იშვიათია და ქალების მხოლოდ 11%-ში ფიქსირდება.
ახლა განვიხილოთ მითები, რომელიც საზოგადოებაშია გავრცელებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მითი 1: ქალწულობის დაკარგვას აუცილებლად მოსდევს სისხლდენა. სისხლის არარსებობა ნიშნავს, რომ ქალისთვის ეს აქტი არ იყო პირველი.
რეალობა: სისხლდენის სიძლიერე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის აპკის სისქეზე. არსებობს შემთხვევები, როცა სისხლდენა ძალიან ძლიერია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სისხლდენა შეუმჩნეველია. ასევე, ელასტიკური აპკის არსებობისას, პირველი სქესობრივი აქტის შედეგად, უმეტეს შემთხვევაში სისხლდენა არ ფიქსირდება. ელასტიკური აპკი პენეტრაციისას შესაძლოა მცირედ დაზიანდეს, ან მშობიარობამდე დაუზიანებელი დარჩეს. აქედან გამომდინარე, დეფლორაციისას სისხლდენის არარსებობა არ გამორიცხავს ქალწულობას და აპკის დაუზიანებლობა (ელასტიკური აპკის შემთხვევაში) არ ნიშნავს ქალწულობას (წარსულში სქესობრივი აქტის არქონას). აპკის მდგომარეობის დადგენა შეუძლია მხოლოდ პროფესიონალს ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, გინეკოლოგებს ეკრძალებათ აპკის მდგომარეობის შესახებ წერილობითი ცნობების გაცემა.
მითი 2: აპკის გარღვევა მხოლოდ პენეტრაციითაა შესაძლებელი.
რეალობა: ადრეულ ასაკში სპორტულად აქტიურ გოგონებს შესაძლოა აპკი დაუზიანდეთ სპორტული აქტივობის შედეგად, განსაკუთრებით ეს ეხება ველოსპორტით, ცხენზე ჯირითით, აკრობატიკით დაკავებულ გოგონებს.
მითი 3: დეფლორაციისას გამორიცხულია დაფეხმძიმება, შესაბამისად არ არის აუცილებელი თავდაცვა.
რეალობა: პირველი აქტის დროსაც, ისევე როგორც შემდგომში, კონტრაცეპტივების გამოყენება აუცილებელია.
გამოიყენე კონდომი, თუმცა თუ ალერგიული ხარ, გაითვალისწინე ისიც, თუ რა მასალისგან დამზადებულ კონდომს მოიხმარს შენი პარტნიორი.
მითი 4: მასტურბაციის შედეგად აპკი აუცილებლად ზიანდება.
რეალობა: მასტურბირება საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიცნოთ საკუთარი სხეული, გავიგოთ რა მოგვწონს, რათა მომავალში პარტნიორს კარგად ავუხსნათ რა გვსიამოვნებს და რა – არა. როგორც ვუდი ალენმა თქვა “მასტურბაცია არის სექსი მასთან, ვინც გიყვარს”. გიყვარდეს საკუთარი თავი. ამაში ცუდი არაფერია. ამასთან, თუ მასტურბაციის დროს აპკის გარღვევით პენეტრაცია არ ხდება, აპკი არ ზიანდება.
მითი 5: დეფლორაციის დროს ორგაზმის განცდა შეუძლებელია.
რეალობა: დეფლორაციის დროს ორგაზმის განცდა აბსოლუტურად შესაძლებელია, თუმცა იშვიათი. პირველი სექსის დროს შექმნილი განწყობა, ნერვიულობა, გამოუცდელობა ხშირად აფერხებს ქალის სიამოვნებას. თუმცა, ორგაზმის განცდა გარკვეულ შემთხვევებში არ გამოირიცხება.
და ბოლოს, ბონუსად:
5 რჩევა რჩევა შენი პირველი ღამისთვის:
აუცილებლად მოიმარაგე: დამატებითი (კომფორტული) საცვალი, კონდომი (ყოველი შემთხვევისთვის), ლუბრიკანტი (პენეტრაციის გაადვილებისთვის) და ჰიგიენური ხელსახოცები.
სანამ პროცესზე გადახვალთ, შეეცადე მაქსიმალურად დამშვიდდე და მოდუნდე. არ იჩქაროთ, რაც შეიძლება გაახანგრძლივეთ შესავალი (პრელუდია). იყავი აქტიური, ან მიეცი საშუალება პარტნიორს გასიამოვნოს და მოგამზადოს.
ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, არაფერი მოხდება, სანამ შენ მზად არ იქნები. არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, თუმცა ერთი ჭიქა სითამამისთვის შეიძლება, თან მოდუნებაშიც დაგეხმარება.
რაც შეეხება პოზას, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ნაწილი ამბობს, რომ მოსახერხებელია პოზა “ქალი ზემოდან”, რადგან ამ დროს ქალს ყველა მოძრაობის კონტროლი შეუძლია, თუმცა სხვებს ურჩევნიათ პირველად მამაკაცმა აიღოს ხელში მართვის სადავეები. პოზა ფრთხილად შეარჩიე. თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია შეცვალო. თუ პროცესი შენთვის ძალიან მტკივნეულია, ჩემი რჩევა იქნება ფეხები მაქსიმალურად მაღლა ასწიო და პარტნიორის მხრებზე დააწყო, ეს პოზა პენეტრაციისთვის საკმაოდ მოსახერხებელია, თან “გაქცევის” საშუალებას არ გაძლევს.
სთხოვე პარტნიორს არ იჩქაროს, ესაუბრე, თავისუფლად გამოხატე ემოციები. იმედგაცრუებული ნუ დარჩები, თუ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც ფილმებშია. აუცილებლად დაიმახსოვრე, რომ შენი სხეული ყველასგან განსხვავებულია, შესაბამისად, რეაქციების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ასევე, დაიმახსოვრე, რომ ისიც ნერვიულობს, რადგან ხვდება ეს შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია. მეორე დღეს მოინახულე შენი გინეკოლოგი, რათა შეაფასოს მდგომარეობა და აგიხსნას რამდენ ხანში შეძლებ უმტკივნეულო და უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების გაგრძელებას.
წარმატებებს გისურვებ!

Поздравление лидера движения «Всеармянский фронт» генерал-майора Аршака Карапетяна с ПасхойIDBank предоставит стипендии на сумму 35 миллионов драмов 103 арцахским студентам Ереванского государственного университета ВТБ (Армения) упростил процесс автокредитования на первичном рынке Геополитическое балансирование — на «нитке». «Паст»Одним из главных рисков выборов является распыление голосов. «Паст»С кем же на самом деле встретился Никол Пашинян? «Паст»Власти уже «цепляются за соломинку». «Паст»А где же человечность? «Паст»Жители Тигранашена не имеют права собственности и живут в постоянном ощущении угрозы (Видео)Арман Царукян сделал громкое заявление насчет своего будущегоАрмия Ирана пригрозила отбросить военных США в период до каменного векаЮнибанк присоединился к Партнерству по финансовому учету углеродных выбросов (PCAF) NYT: Франция, РФ и Китай сорвали решение в Совбезе ООН по войне против ИранаБезопасная среда - ровные возможностиРазъяснение: Почему 18-летнего арестованного Давида Минасяна перевезли из УИУ «Армавир» в УИУ «Абовян»?Юнибанк присоединился к Партнерству по финансовому учету углеродных выбросов (PCAF)Келлог назвал союзников США по НАТО трусами и призвал создать новый альянсАмериканский сенатор заявил, что США проигрывают кампанию против ИранаШеф Пентагона уволил еще двух высокопоставленных военачальников армии СШАТигранашен на грани опустения: жители приграничного села живут в тревоге и неопределённости Арестовать весь армянский народ не получится: «Паст»IDBank получил награду Commerzbank STP Excellence Award 2025«В Армении идёт тенденция к ухудшению обстановки» Аршак Карапетян Геворг Геворкян не имеет никакого отношения к партии «Всеармянский фронт»: «Паст»Почему меморандум о союзе с «Сильной Арменией» подписал руководитель инициативы «Армения-это я»? «Паст»Армяне Москвы встретили Пашиняна акцией «Мы с Эчмиадзином»: «Паст»ОАЭ сообщили о гибели человека в результате падения обломков беспилотникаДесантные операции и сценарии возможного захвата иранских островов в персидском заливе Emirates: Гражданам Ирана запрещён въезд и транзит через ОАЭВступило в силу постановление правительства о порядке расчета налога исходя из мощности двигателя электромобиляМарко Рубио: США придётся пересмотреть свои отношения с НАТО после завершения конфликта с ИраномЕреван и Армения вошли в топ стран с худшим воздухомНапряженная ситуация сложилась в ереванском детском саду: родители требуют отставки директора«Мы уйдем очень скоро»: Трамп анонсировал окончание войны независимо от того, будет ли сделка с ИраномВ Армению через Азербайджан сегодня будет отправлено 5 вагонов зернаПервый этап гуманитарной помощи для вынужденных переселенцев из Арцаха завершёнЗатопили плакатами «с сердечками»: «Паст»Снова активизируют сквернословие, злобу и ненависть: «Паст»Существует желание не допустить, чтобы «Арарат-Армения» стала чемпионом: «Паст»Ким Кардашьян выставила на благотворительный аукцион одежду из сериала «Все честно»IDBank представил специальное предложение на TOON EXPO 2026Армянский самбист Карен Саргсян завоевал золото «Кубка основоположников самбо 2026» в МосквеМеждународная конференция FINTECH360 соберет в Ереване 500 участниковЕАЭС хочет, чтобы Армения активнее участвовала в кооперации с другими странами ЕАЭС – ОверчукПредставители омбудсмена встретились с задержанными после инцидента в ЕреванеВ Большом театре в Москве прошла премьера оперы Верди «Отелло»: в главной партии выступил Ованнес АйвазянПри поддержке Ucom в Вагаршапате состоялся региональный молодежный форум «ДемАрДем: Диалог поколений»МИД Ирана: Зеленский пытается обобрать страны Ближнего Востока В поисках Защитника ДемократииThe Hill: свыше ста миллионов американцев уверены, что застанут апокалипсис