Երևան, 04.Մայիս.2024,
00
:
00
1 $ = 0 ֏, 1 = 0 ֏, 1 = 0 ֏
ՀՐԱՏԱՊ


15 საუკეთესო ფილმი სექსის თემაზე

Past.am

ამ ფილმებიდან ზოგიერთი უკვე იქცა მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკად, ზოგს კი ჯანსაღი ამბიცია აქვს, ამ საპატიო შეფასებას იმსახურებდეს…

1. „ემანუელა“ – 1974 წლის ფრანგული ეროტიკული ფილმი, ემანუელ არსენის ნაწარმოების ეკრანიზაცია. ფილმში აღწერილია ლამაზი ახალგაზრდა ფრანგის — ემანუელას სექსუალური თავგადასავლები. ის მეუღლესთან, საელჩოს თანამშრომელთან ერთად ცხოვრობს ბანკოკში და მოწყენილობისგან გასაქანს აძლევს სექსუალურ ფანტაზიებს. ჯანი, რომელიც ბევრად უფროსია ემანუელაზე, არა მარტო არ უშლის ცოლს შემთხვევით სქესობრივ კავშირებს, არამედ ახალისებს კიდეც მას. ძალიან მოკლე დროში ემანუელა გამოცდის ყველაფერს — პირველივე შემხვედრთან შემთხვევით სექსუალურ კავშირს, ლესბოსურ სიყვარულს და ა.შ.

„ემანუელამ“ გზა გაუხსნა მსგავსი ჟანრის ფილმებს. ის მრავალი წლის მანძილზე არ ჩამოსულა მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებიდან.

როლებში: სილვია, კრისტელი, ალენ კიული
რეჟისორი: ჟიუსტ ჟაკენი

2. „სახელად კარმენი“ – ჟან-ლიუკ გოდარის 1983 წლის ფილმი. ვენეციური კინოფესტივალის ორი პრიზის მფლობელი. გადაღებულია პროსპერ მერიმეს ნოველის „კარმენის“ მიხედვით.

მთავარი გმირი, კარმენი, ბანდის მეთაურია, რომელიც ბანკის გაძარცვას გეგმავს. ძარცვის დროს კარმენს ერთი ნახვით შეუყვარდება დაცვის თანამშრომელი.

როლებში: მარუშკა დეტმერსი, ჟაკ ბონაფე.

3. „ცხრა-ნახევარი კვირა“ — ედრიან ლაინის საკულტო ეროტიკული მელოდრამა, გადაღებული ელიზაბეტ მაკნეილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმის პრემიერა 1986 წლის 14 თებერვალს გაიმართა.

ფილმის სათაური შეესატყვისება დროის იმ მონაკვეთს, რაც ერთად გაატარეს უოლ სტრიტის ინვესტორმა ჯონ გრემმა და გალერეის ახალგანქორწინებულმა თანამშრომელმა ელიზაბეტ მაკგროუმ.

საყვარლები თავს არ იზღუდავენ სექსუალურ და ეროტიკულ ქმედებებში. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდია, როცა ჯონი თვალახვეული ელიზაბეტის სხეულზე ყინულის კუბიკს დაატარებს; ან როცა, ასევე, თვალახვეულს კოვზით კვებავს სხვადასხვა ტკბილეულით; ან ეპიზოდი, როცა წყვილი კიბეზე კავდება სექსით. და, რა თქმა უნდა, სტრიპტიზის სცენა, როცა ელიზაბეტი კონ კოკერის მიერ შესრულებულ რენდი ნიუმანის სიმღერაზე — «You Can Leave Your Hat On» ცეკვავს.

როლებში: მიკი რურკი, კიმ ბესინჯერი

4. „მ. ბატერფლაი“ (1993) — დ.გ. ხვანის პიესის ეკრანიზაცია, ში პეიპუს ბიოგრაფიის მიხედვით.

სიუჟეტი: „ჩინეთის კულტურული რევოლუციის“ პერიოდში ფრანგი დიპლომატი სასიყვარულო რომანს გააჩაღებს ჩინური თეატრის მსახიობთან, ოღონდ არ იცის, რომ იქ როლებს მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ…

რეჟისორი: დევიდ კრონენბერგი.
როლებში: ჯერემი აირონსი, ბარბარა ზუკოვა, ჯონ ლოუნი.

5. „ღამის ფერი“ (1994) — ამერიკული ფილმი ბრიუს უილისით ფსიქოლოგის როლში, რომლის პაციენტმაც მის თვალწინ თავი მოიკლა. „ოქროს ჟოლოს“ პრემიის ლაურეატი ნომინაციაში „ყველაზე ცუდი ფილმი“. ამავე დროს ფილმი წარდგენილი იყო „ოქროს გლობუსზე“, ნომინაციაში „საუკეთესო სიმღერა“ — The Color of the Night ლორენ კრისტის შესრულებით.

რეჟისორი: რიჩარდ რაში.

6. „ინტიმური დღიური“ (1995) — რეჟისორ პიტერ გრინუეის ფილმი.

ფილმი მოგვითხრობს კალიგრაფიის უძველესი ხელოვნებით მოხიბლული თანამედროვე იაპონელი გოგონას შესახებ, რომელიც სასტიკი ქმრისგან ჰონკონგში გარბის და იქ ინგლისელ თარჯიმანთან დიდ სასიყვარულო ურთიერთობაში შედის.

მთავარ როლში: ვივიენ ბუ.

7. „ავტოკატასტროფა“ (1996) — რეჟისორ დევიდ კრონენბერგის ფილმი, გადაღებული ჯეიმს ბალარდის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით (1973).

ფილმში მოთხრობილია სექსუალური გადახრის მქონე ადამიანთა ერთი ჯგუფის შესახებ, რომლებიც ავტოკატასტროფებით იღებენ სექსუალურ სიამოვნებას.

ამ ფილმზე საზოგადოებას ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქცია ჰქონდა. ერთნი მას შემოქმედებითი სითამამისა და ორიგინალურობისთვის აქებდნენ. მეორენი კი სექსუალური გადახრების გადაჭარბებულად ღიად ჩვენებისთვის აკრიტიკებდნენ. კანის ფესტივალზე „ავტოკატასტროფა“ დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით „გამბედაობისთვის, სითამამისა და ორიგინალურობისთვის“.

8. „ლოლიტა“ — რეჟისორ ედრიან ლაინის 1997 წლის ფილმი, გადაღებული ვლადიმირ ნაბოკოვის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. საერთო ჯამში, ფილმი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, თუმცა კინოგაქირავებაში მან ვერ შეძლო დიდი თანხის შეგროვება.

როლებში: ჯერემი აირონსი, დომენიკ სუეინი.

9. „ინტიმი“ — თეატრის რეჟისორისა და ექსპერიმენტატორის, „დედოფალი მარგოს“ ავტორის პატრის შეროს სკანდალური ფილმი. 2001 წლის ბერლინის კინოფესტივალზე ფილმმა ორი ჯილდო მოიპოვა: „ოქროს დათვი“, „ვერცხლის დათვი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და ასევე, პრემია საუკეთესო ევროპული ფილმისთვის „ცისფერი ანგელოზი“.

ფილმი იწყება სცენით: მამაკაცი აღებს კარს და ქალს ეკითხება, შეთანხმებულები არიან თუ არა ისინი. ქალი პასუხობს: არა. კაცი ქალს ყავაზე შეიპატიჟებს, თუმცა ამის მაგივრად ისინი სექსით კავდებიან, რომლის კადრებიც ძალიან გახსნილადაა ნაჩვენები. მოქმედება ხდება ღარიბულ და დაულაგებელ ბინაში, სადაც დაღლილსახეებიანი ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს. მაყურებელი იგებს, რომ ეს შეხვედრები ყოველ ოთხშაბათსაა. არავითარი საუბარი — მხოლოდ სექსი.

როლებში: ტიმოთი სპოლი, მარკ რაინელსი, კერი ფოქსი.

10. „მომკალი ნაზად“ – 2002 წლის ამერიკული ტრილერი, გადაღებული ინგლისელი მწერლის ნიკი ფრენჩის 1999 წლის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, ხეზერ გრემისა და ჯოზეფ ფაინსის მონაწილეობით.

რეჟისორი: ჩენ კეიგი.

11. „მდივანი ქალი“ (2002) — რეჟისორ სტივენ შეინბერგის ფილმი.

ბავშვობაში ლი აღმოაჩენს, რომ საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება სიამოვნებს. ამის გამო ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ლი მუშაობას იწყებს მისტერ გრეის მდივნად. და აქ იწყება არაორდინარული სექსუალური თავგადასავლები…

როლებში: მეგი ჯილენჰოლი, ჯეიმს სპეიდერი.

12. „ცუდი აღზრდა“ — დიდი ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის დრამა.

27 წლის რეჟისორი ენრიკე ახალი ფილმისთვის სიუჟეტს ეძებს. მასთან მოდის მისი ბავშვობის მეგობარი იგნასიო და სთხოვს, დაასაქმოს. ასევე, აძლევს ბავშვობისდროინდელ ჩანაწერებს.

ენრიკე და და იგნასიო კათოლიკურ ინტერნატში იზრდებოდნენ, სადაც იგნასიო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება ინტერნატის დირექტორის მხრიდან. იგნასიოს ნაზი გრძნობები აქვს ენრიკეს მიმართ, რის შესახებაც პადრე მანოლო შეიტყობს. და ენრიკეს ინტერნატიდან გარიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ იგნასიო მას სიჩუმის სანაცვლოდ დანებდება…

როლებში: გაელ გარსია ბერნალი, ფელე მარტინესი, დანიელ ჰიმენეს კაჩო.

13. „კაპრიზული ღრუბელი“ — ტაივანელი კინორეჟისორის ცაი მინლიანის ეროტიკული მიუზიკლი. 2005 წელს — ბერლინის კინოფესტივალის ჯილდო, ასევე „ვერცხლის დათვი“ — ხელოვნებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ალფრედ ბაუერის სახელობის მემორიალური პრემია კინემატოგრაფში ნოვატორობისთვის ცაი მანლიანს.

სიუჟეტი: ტაივანში გვალვაა. საზამთროა წყალიც, საჭმელიც, სტუმრებისთვის მისართმევიც და აფროდიზიაკიც. სიაო კანი და შიან ჩი ერთმანეთს შემთხვევით მრავალბინიან სახლში ხვდებიან. ქალი კაცს იმ დროიდან იცნობს, როცა ის საათებს ყიდდა, ახლა კი პორნოფილმებში მონაწილეობს.

როლებში: ლი კემშენი, ჩენ სიანცი.

14. „კუზიანი მთა“ (2005) — ენგ ლის ფილმი ორი კოვბოის სასიყვარულო ურთიერთობაზე. ეს ფილმი კინემატოგრაფის ისტორიაში „პირველ გეი ვესტერნად“ მიიჩნევა. მას საფუძვლად უდევს ენი პრუს ამავე სახელწოდების მოთხრობა.

როლებში: ჰიტ ლეჯერი, ჯეიკ ჯილენჰოლი.

15. „მარადიული საყვარლები“ (2010) — რეჟისორი ფილიპ გარელი, როლებში: ლუი გარელი, კლოტილდა ესმე, მორის გერე.

სიუჟეტი: პარიზი, 1968 წლის მაისი. ათასობით ახალგაზრდა პროტესტისთვის ქუჩაში გამოდის. მთავარ გმირს ფრანსუას ეს-ესაა 20 წელი შეუსრულდა და მას, ისევე როგორც მთელ მის თაობას, არაფერი აქვს დასაკარგი. ბუნტის დროს ფრანსუა ხვდება ლილის და მათ შორის გიჟური ვნება იფეთქებს.


 

 

Տեղեկությունները, թե իբր Տավուշի ուղղությամբ Ադրբեջանի ԶՈւ-ն կրակ է բացել, սուտ են․ ՊՆ Փաշինյանի երազած «թազա Հայաստանի» Վենետիկը․ Երևանի փողոցները հեղեղվել են (տեսանյութ) Վթար է․ ջուր չի լինելու Տիկին Վարդապետյա'ն, որ գալիս եք համալսարանում դաս եք տալիս, մեքենան բակում մի կայանեքՄի ենթարկվեք հրաման տվողին, նա վերջում ինքնաթիռով կարող է փախչել, դուք չեք տեղավորվելու այդ ինքնաթիռումԿամ դատախազությունը քրեական վարույթ կնախաձեռնի ոստիկանների նկատմամբ, կամ կդիմենք այլ միջոցների ՌԴ-ում Հաղթանակի օրը շքերթներ կանցկացվեն, կցուցադրվեն զինատեսակներն ու զինտեխնիկան Վիճաբանություն, ծեծկռտուք՝ Երևանում․ հնչել է կրակոցԳազ չի լինի մայիսի 6-ին, 7-ին և 8-ին՝ հարյուրավոր հասցեներում Ավտովթար՝ Արմավիրի մարզում. բախվել են «Kia»-ն ու «06»-ը. կան վիրավորներ Ադրբեջանը և Իրանը քննարկել են ռազմական համագործակցության զարգացման հեռանկարները Էրդողանը հայտարարել է, թե Արևմուտքը «հարձակվելու է» Թուրքիայի վրա Էրդողանը բացատրել է՝ ինչու է դադարեցրել առևտուրն Իսրայելի հետ Կիրանցում ճանապարհը բացել են. կարմիր բերետավորները հեռացել ենՊետական իշխանությունը բռնազավթել է նաև Դատախազությունը. Մենուա Սողոմոնյան Իրավիճակը Կիրանցում՝ ուղիղ միացմամբ Հանցագործության մասին հաղորդում ենք մուտք արել. «ՀայաՔվեն» դատախազության դիմաց է «Կիրանցում ուժային օպերացիա է տեղի ունեցել․մի ենթարկվեք հրաման տվողին, նա վերջում ինքնաթիռով կարող է փախչել, դուք չեք տեղավորվելու այդ ինքնաթիռում». Ավետիք Չալաբյան Ավետիք Չալաբյանը հանցագործության մասին հաղորդում է ներկայացրել Դատախազություն «ՀայաՔվեի» բողոքի ակցիան այս անգամ Գլխավոր դատախազության շենքի դիմաց էրԱրցախն Ադրբեջանի կազմում ճանաչած գոյականը կառավարության նիստ էր հրավիրել․ Հրայր Կամենդատյան«Հայաքվե»-ի անդամների բողոքի ակցիան՝ Գլխավոր դատախազության մոտ․ ՈւՂԻՂ«Եթե այս իշխանությունը մնա...»․ ակցիա Երևանում և մարզերում ՊՆ-ն հայտարարություն է տարածել Սիսիանում նռնակի պայթյունի հետևանքով մարմնական վնասվածքներ է ստացել նույն համայնքի անչափահաս բնակիչը Արցախի պողոտայում պայթյուն է տեղի ունեցել «Mercedes»-ում ՀԱՊԿ-ից դուրս գալու համար պետք է առնվազն 6 ամիս շուտ ծանուցում ուղարկել. որքանով տեղյակ ենք՝ Հայաստանը որևէ նոր քայլ չի ձեռնարկել. Զախարովա Մի դրամի ուժը՝ Կյանքի ճանապարհ բարեգործական հասարակական կազմակերպությանըԱվտովթար Դիլիջան-Հաղարծին ճանապարհին․ կան տուժածներ Չփորձե՛ք հատել կարմիր գծերը, այլապես կհիշեցնեմ ձեզ իմ մասնագիտությունը. Արշակ Կարապետյան Մինչև 20։00-ն ջուր չի լինի Ադրբեջանցիները տրամադրված էին հայ սպանելու․ Նաիրի Սարգսյան Ամիօ բանկը թողարկում է պարտատոմսերԶոհերի թիվն աճում է․ միջադեպ՝ ՊակիստանումՀրդեհ՝ Երևանի Արին Բերդի փողոցում Հայաստանի ոստիկանությունը պաշտպանում է թուրքերին հայերից. Սվետլանա Աճեմյան5,9 մագնիտուդ երկրաշարժ է գրանցվելՃՏՊ Երևան-Իջևան ավտոճանապարհին․ կան տուժածներ Փաշինյանը մի խումբ ՔՊ-ականների գործուղել է ԱՄՆ Իրանցի պաշտոնյան Մատենադարանի այլալեզու ձեռագրերի սրահում ծանոթացել է պարսկերեն ձեռագրերին «Ամբերդ» տեղեկագրի նոր համարն առցանց է ՀՊՏՀ պաշտոնական կայքում Սերգեյ Փարաջանովի 100-ամյակի առթիվ կայացավ «Էթնո ջազ» խորագրով համերգը Թանկարժեք մետաղների գներ Նավթի գներ Կոնվերս Բանկը մեկնարկել է ՓՄՁ վերաֆինանսավորման արշավ Հանրային հեռուստաընկերության մոտ «դրիֆտ» արած երիտասարդը ձերբակալվել է Երևանում հայտնաբերվել է 17-ամյա տղայի մարմին Եթե այսօր այս հերթականությամբ իրականացնեք սահմանազատում, հետագայում դուք ձեր արմունկներն եք կրծելու. Սեյրան Օհանյան Երբ կլինի մայիս ամսվա կենսաթոշակի վճարումը Քյոխն այսօր որպես վկա կհարցաքննվի