ამას არავინ მოელოდა რას წერენ ბიჭებზე, რომლებიც ქუთაისში ავტოავარიას ემსხვერპლნენ
გიორგი ხარატიშვილი, ნიკა ჭანტურია და ბაქარ წივწივაძე,წუხელ ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოავარიას ემსხვერპლნენ. 19 წლის ბიჭები მერსედესის მარკის ავტომობილით ბოძს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ავტომობილი დაიწყვა.
გიორგი ხარატიშვილი ერთ-ერთი სასულიერო პირის, მამა აბრაამის შვილია. გიორგი და ნიკა კლასელები იყვნენ. ამჯერად ისინი სტუდენტები იყვნენ.
ტრაგედიას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში:
– მადოოო წეხან გიოსთან ვიყავიით, ახლა ნიკადან მოვდივართ.
– ღმერთო რატომ, ეს რა დილა გათენდა, რა უბედური
– ჩვენო ღიმილის ბიჭებო, როგორ მენანებით… ჩემი შვილის სამი საუკეთესო მეგობარი
– ეს ის მომენტია როდესაც სიტყვები ზედმეტია ვიზიარებ თქვენს მწუხარებას მამაო ღმერთმა დაუმკვიდროს გიორგის ცათა სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ თქვენ კი ძალა მოგცეთ ამ ტკივილის გადასატანად.