Yerevan, 25.April.2024,
00
:
00
1 $ = 0 ֏, 1 = 0 ֏, 1 = 0 ֏
BREAKING


რა მოხდება, თუ ნიორს ყოველდღე შეჭამთ

 

ნიორი მცენარეა, რომელიც ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს. თუმცა, მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის. სტატიაში გაგაცნობთ 8 მიზეზს, თუ რატომ უნდა მიირთვათ ნიორი რეგულარულად.



1. უფრო მიმზიდველი გახდებით.

 

ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ნივრის სუნი კაცს ნაკლებად მიმზიდველს ხდის, თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს არასწორია. მამაკაცმა ორი "ნაჭერი" ნიორი უნდა მიირთვას პაემნამდე 12 საათით ადრე, რათა ქალზე შთაბეჭდილება მოახდინოს.

 

როგორც აღმოჩნდა, ქალები გიჟდებიან იმ კაცის სხეულის სურნელზე, რომელსაც ნიორი აქვს ნაჭამი. თუმცა, მეცნიერები ზუსტად ვერ ხსნიან, რატომ. შეიძლება მიზეზი ნივრის ანტიმიკრობულ თვისებებში იმალება, რაც ოფლის სუნს ანეიტრალებს.

 

image








2. თქვენი იმუნური სისტემა გაუმჯობესდება.

 

ის ფაქტი, რომ ნიორი ვირუსებისა და გაციებისგან გვიცავს, ჩვენი ბებია-ბაბუებისთვისაც ცნობილი იყო. თუმცა, მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ზამთარში გრიპისგან თავის ასარიდებლად ნიორი შეუცვლელი პროდუქტია. ის შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინს, ზეთსა და ამინომჟავას, ასევე აქვს ანტიბაქტერიული თვისებები.

 

მნიშვენლოვანია, რომ ნიორი ჭამამდე კარგად უნდა გარეცხოთ, რათა დაავადებები აიცილოთ თავიდან.

 

image








3. სისხლის წნევა დაგირეგულირდებათ.

 

თუ მაღალი სისხლის წნევა გაქვთ, თქვენს საკვებ რაციონს აუცილებლად დაამატეთ ნიორი. სისხლის მაღალ წნევასთან ერთად ის თავის ტკივილსა და გულზე სიმძიმის შეგრძნებასაც გაგიქრობთ. ჰიპერტენზიის სამკურნალოდ საკმარისია, 4 "ნაჭერი" ნიორი მიიირთვათ. ამას გარდა, ნიორი 10-15%-ით ამცირებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. მარტივ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკი თითქმის ორჯერ მცირდება.

 

თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ნივრის ერთადერთ თერაპიად გამოყენება სწორი არ იქნება. სანამ მის გამოყენებას სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ გადაწყვეტთ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

 

image








4. თქვენი მეხსიერება გაუმჯობესდება.

 

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ადამიანის სხეული და ტვინი ქიმიური დამჟავების გამო ბერდება, რის დროსაც საკვებისა და ჟანგბადის მიღების სანაცვლოდ ენერგიას გამოვყოფთ. ეს პროცესი უჯრედებს ანადგურებს, რის გამოც გარკვეული დროის შემდეგ კანი დუნდება, გონება კი ისეთი მახვილი აღარაა, როგორც ადრე. ანტიოქსიდანტები ადამიანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.

 

ფარმაცევტული კომპანიები ანტიოქსიდანტურ საშუალებებს ძალიან ძვირად ყიდიან. თუმცა, გამოსავალი არსებობს. შეგიძლიათ, მიირთვათ ნიორი, რომელიც უამრავი ანტიოქსიდანტური თვისებით გამოირჩევა და ძვირიც არ ღირს. ასაკში შესული ხალხი მას ალცჰაიმერისგან თავდასაცავად ეფექტურად იყენებს, ახალგაზრდებს კი ამ უბრალო პროდუქტის წყალობით მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლიათ.

 

image








5. გახდებით უფრო ამტანი.

 

ნიორი გულისა და კუნთების მუშაობას ხელს უწყობს. თუ სპორტს მისდევთ, ეს პროდუქტი თქვენს სპორტულ შედეგსაც გააუმჯობესებს. ძველ საბერძნეთში, როცა პროტეინების შესახებ არაფერი იყო ცნობილი, სპორტსმენებს ნივრით კვებავდნენ, რაც საშუალებას აძლევდათ, უკეთ გაეწიათ კონკურენცია სხვებისთვის.

 

ამას გარდა, ნიორი მათთვისაც სასარგებლოა, ვინც სპორტს არ მისდევს, რადგან ის ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, ზრდის პროდუქტიულობას და ეხმარება ადამიანებს, უკეთ გაუმკლავდნენ ცივ სეზონს.

 

image








6. თქვენი კანი და თმა გახდება უფრო ჯანსაღი.

 

თმა: ნიორი თმას უფრო სქელსა და გრძელს ხდის. ის თმის ცვენაასაც უშლის ხელს. კარგი შედეგის მისაღწევად, ნიორი სკალპზე (თავის კანი) უნდა წაისვათ. საბედნიეროდ, კოსმეტიკის მწარმოებლებმა ისწავლეს უსუნო ნივრის თმის ზეთის დამზადება და წარმოება.

 

კანი: ფიბროპლასტებს (უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან შემაერთებელ ქსოვილს) დადებითი რეაქცია აქვთ ნიორზე. დღეში 2 "ნაჭერი" ნივრის ჭამა საკმარისია ბუნებრივი კოლაგენისა და ელასტინის (ელასტიური ფიბრილარული ცილა) წარმოსაქმნელად.

 

მზისგან დაცვა: ნიორი შეიცავს მზისგან დაბერების საწინააღმდეგო ელემენტებსაც. თუ ბევრ ნიორს შეჭამთ, მზის სხივები კანს ვეღარ გამოგიშრობთ.

 

image








7. კბილის ტკივილი შემცირდება.

 

ანტიბაქტერიული და ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) თვისებების გამო ნიორი პირის ღრუსთვისაც სასარგებლოა. ის მავნე მიკრობებს კლავს და კურნავს ღრძილების ანთებას. გარდა ამისა, ეს სასარგებლო პროდუქტი კარიესის რისკსაც ამცირებს. ასე რომ, თუ ბევრ ნიორს შეჭამთ, ხშირად აღარ დაგჭირდებათ სტომატოლოგთან სიარული.

 

image








8. ნელ-ნელა გახდებით.

 

ნიორი მათთვისაც სასარგებლო იქნება, ვინც ფიგურას უფრთხილდება და აი, რატომ:

 

კომპლექსური ქიმიური რეაქციების შედეგად, აჟონენი ააქტიურებს სპეციალურ ფერმენტებს სისხლში და ანადგურებს ცხიმოვან გროვებს. ასე რომ, მაღალი შანსი არსებობს იმისა, რომ მალე დაამზადებენ გასახდომ სამედიცინო პროდუქტს ჩვეულებრივი ნივრისგან.

 

არასწორი და დაუბალანსებელი დიეტის დროს ნიორი გიცავთ წონაში მომატებისგან. ის წვავს ზედმეტ კალორიებს. რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელია, საკმარისი რაოდენობის ნიორი მიირთვათ.

 

image








ბონუსი: უკუჩვენებები

 

თუმცა, ამ სუპერ-პროდუქტსაც აქვს უკუჩვენებები. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა ნიორი საკმაოდ სახიფათოც აღმოჩნდეს:

 

✤ ექიმები გირჩევენ, არ ჭამოთ ბევრი ნიორი ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. 7 წლამდე ბავშვებმაც შეზღდუდული რაოდენობით უნდა მიირთვან ის.

 

✤ არ უნდა ჭამოთ ნიორი ოპერაციამდე 2 კვირით ადრე, რადგან შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს.

 

✤ როცა საქმე კანს ეხება, ნიორმა და ნივრისგან დამზადებულმა პროდუქტებმა შესაძლოა დამვწრობის მსგავსი რამ გამოიწვიოს. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ გამოყენებამდე ექიმთან გაივლით კონსულტაციას.

 

 ნიორი საწამლავია ცხოველებსითვის, განსაკუთრებით კატებისა და იაპონური ჯიშის ძაღლებისთვის (აკიტა და შიბა ინუ).

 

ექიმების თქმით, ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია, დღეში 4 "ნაჭერი" (კბილი) ნიორი მოიხმაროს.

 

image

Past.am

An exhibition dedicated to Charles Aznavour's centennial anniversary Yerevan, May 22 – July 22 Caring for nature, we have started with ourselves - Team Telecom Armenia Up to 10% cashback from GetTransfer with IDBank cardsAmio Visa Signature Business card. When the opportunities are unlimited Up to 1% cashback when shopping on Wildberries with IDBank cards Ucom continues network modernization in regions of ArmeniaCo-founders of Galaxy Group of Companies Co-Hosts Business Breakfast to Strengthen Armenian-French Business TiesLeasing agreement and a number of advantages. Amio is in the Leasing Expo with a special offerInternational transfers from card to card with IDBank VISA cardsIdplus Bonuses in Idram&IDBank ApplicationUcom has released a new package offer Ucom continues network modernization in regions of ArmeniaIdram and IDBank participated in the signing ceremony of the Declaration of Women's Empowerment PrinciplesGeneral Director of Ucom participated in Doing Digital Forum 2024AraratBank: General Partner of Face-to-Face Regional Forum4.017.648 Drams to My Forest Armenia: April Beneficiary of The Power of One Dram is 4090 Foundation Ucom continues to support green energy expansion in Armenia Spring brought so much profit. It is a profitable promotion at Amio Bank Director General of Ucom took part in a recruiting conference Ameriabank named the Best Bank in Armenia for 2024 by Global Finance magazineAraratBank places its 27th issue of dollar bonds Ucom launches network modernization efforts in few regions of ArmeniaUcom Launches Network Modernization Efforts in Regions of Armenia5 000 dram bonus from IDBank for pension card holders World Bank Armenia has organized discussion on facilitating women’s wider engagement in sectors that have been traditionally male dominated in the countryIDBank as a Participant in the Conference of My Forest Armenia NGOIDBank issues the 1st tranche of dollar bonds of 2024In 2023, the SME Loan Portfolio of Ameriabank Reported More Than 30% GrowthMining plays an important role in providing materials for energy transition and green economy: Roman Khudoli Amio digital cards with unlimited opportunities and 5% cashbackInternational Client’s Day at IDBank Termination of service of MIR cards. IDBankThree Sad Stories about FraudstersUcom showed high and stable growth in fixed and mobile communications in 2023 The number of Team mobile subscribers is over 1 million On the occasion of International Women's Day ZCMC employees were awarded 3,780,052 Drams to the City of Smile Fund: The Power of One Dram Will Go to My forest Armenia in MarchGlobal Finance Recognizes Ameriabank's Leadership in Sustainable Finance in ArmeniaHow AMIO succeeded in gathering its team, partners and customers around a common goalWhat to Give on The Occasion of Women's Day? Idram and IDBankHalf Price for Everyone and up to AMD 15.000 Welcome Bonus for New Customers. IDBank Ucom congratulates everyone with spring holidays with a special offer Doing Digital Forum Returns Featuring Brett King as Keynote Speaker We celebrate the successes of AMIO BANK and Ingo Armenia in 2023ZCMC declares, that the Russian company GeoProMining LLC has never been and is not currently a shareholder of the Company, nor does it have any stake in the Company's ownership structureA Millionaire Wanted: New Draw from IdramUcom's fixed network is now available at AshtarakVisa & Unibank Unique opportunities to Olympic Games fans thanks to Visa in ArmeniaThe renovated Ucom sales and service center opened at Komitas 30Privileged conditions with the Business Prime package