Yerevan, 19.May.2024,
00
:
00
1 $ = 0 ֏, 1 = 0 ֏, 1 = 0 ֏
BREAKING


"კარ­გი ხმა კი მაქვს, მაგ­რამ სმე­ნა - არა. სმე­ნას ჩემ­თან ახ­ლო­საც არ ჩა­უვ­ლია" - "საქართველოს ვარსკვლავის" ახალი წამყვანი და უპრეცედენტო სიახლე პროექტში

"ამ კონ­კურ­სში ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გვერ­დში დგო­მა, მათ ოთახ­ში ყოფ­ნა და იქი­დან ჩარ­თვა. დიახ, მხა­რი უნდა და­ვუ­ჭი­რო, გა­ვამ­ხნე­ვო და მა­ყუ­რე­ბელს წარ­ვუდ­გი­ნო. უკვე გა­ვი­ცა­ნი ათე­უ­ლი, მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ათე­უ­ლი შე­იკ­რი­ბა, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია - პო­ზი­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი", - გვე­უბ­ნე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი, გა­და­ცე­მა "ნა­შუ­ა­დღე­ვის" წამ­ყვა­ნი ნი­ნუ­ცა ორ­ჯო­ნი­კი­ძე. რო­გორც ნი­ნუ­ცა ამ­ბობს, ასე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი მის­თვის პირ­ვე­ლია და კონ­კურ­სან­ტე­ბი­ვით ისიც გა­ნიც­დის. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უზო­მოდ მოს­წონს და მზად არის მათი ოთა­ხი­დან მხა­რი და­უ­ჭი­როს: "უკვე თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ვარ, როცა წარ­მო­ვიდ­გენ, რომ ამ შე­მად­გენ­ლო­ბას რო­მე­ლი­მე უნდა გა­მო­აკ­ლდეს. ამ პრო­ექ­ტში ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მი­ხა­რია, რომ მათ­თან მაქვს შე­ხე­ბა. ესე­ნი ისი­ნი არი­ან, ვის­ზეც ეს გა­და­ცე­მა რე­ა­ლუ­რად დგას".

 

- ე.ი. პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მოგ­წონს...

- "ევ­რო­ვი­ზი­ას­თან" და­კავ­ში­რე­ბით ცალ­სა­ხად ერთი შე­ხე­დუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, რად­გა­ნაც აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს, მაგ­რამ ამ პრო­ექ­ტში აქამ­დე არ ყო­ფი­ლა იმის შან­სი, "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სან­ტი ხალ­ხს აერ­ჩია. ახლა პირ­ვე­ლად ხდე­ბა, როცა ხალ­ხის ხმა ამ საქ­მე­ში გა­დამ­წყვე­ტია და ეს ამ პრო­ექ­ტში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს. თან, კი­დევ უფრო გა­მარ­ტივ­და ხმის მი­ცე­მა, - "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბი­თა­ცაა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი. მარ­თლა ძა­ლი­ან ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლას­თვის. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მათი ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.



 

- "ფე­ის­ბუ­ქით" ხმის მი­ცე­მა მარ­თლა სი­ახ­ლეა...

- კი, ეს ხმის მი­ცე­მის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი ვართ და მა­შინ­ვე ავუ­ღებთ ამ ყვე­ლა­ფერს ალ­ღოს, ახალ­გაზ­რდო­ბა აი­ტა­ცებს. მთა­ვა­რია, მა­ყუ­რე­ბელ­მა თა­ვის ფა­ვო­რი­ტებს მის­ცეს ხმა და ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ვი­მე­ო­რებ, ისე­თი ათე­უ­ლია, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წას­ვლას ყვე­ლა იმ­სა­ხუ­რებს, ტყუ­ი­ლად კი არ შე­არ­ქვეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ათე­უ­ლი.

 

image



- მოკ­ლედ, კონ­კურ­სან­ტე­ბის ოთახ­ში იქ­ნე­ბი, მხარს და­უ­ჭერ და მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად ინერ­ვი­უ­ლებ და რო­გორ ფიქ­რობ, ზო­გა­დად რას შეს­ძენ ამ პრო­ექტს?

- და­ვი­წყებ ჩემი გა­და­ცე­მით - შემ­თხვე­ვით არ მოვ­ხვდი "პირ­ველ არხზე" "ნა­შუ­ა­დღევ­ში", "ნა­შუ­ა­დღე­ვის" იდეა, კონ­ცეფ­ცია ხომ ის არის, რომ ამ ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გი ამ­ბე­ბიც ხდე­ბა. ამი­ტომ, სულ ვცდი­ლობთ, ვი­ყოთ პო­ზი­ტი­უ­რე­ბი, არა­და, სამ­ყა­რო სამ­წუ­ხა­როდ და უმე­ტე­სად ნე­გა­ტივ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი... ისე­თი ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­მოგ­ვიჩ­ნდა, სი­ა­მოვ­ნებთ ჩვე­ნი გა­და­ცე­მა, გვე­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან, მად­ლი­ე­რე­ბი არი­ან, რაც გვსი­ა­მოვ­ნებს და მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. გვინ­და, ყო­ველ­თვის იმე­დის­მომ­ცე­მე­ბი ვი­ყოთ. ამი­ტომ, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" ამ ფორ­მა­ტი­დან არ გა­მო­ვალ და შე­ვეც­დე­ბი, ვიყო ისე­ვე იმე­დის­მომ­ცე­მი, და­დე­ბი­თი და პო­ზი­ტი­უ­რი, რო­გორც იმ გა­და­ცე­მას შე­ე­ფე­რე­ბა, რო­მელ­შიც ვმუ­შა­ობ. ამ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მხო­ლოდ კარგ მხი­ა­რულ გან­წყო­ბას შე­მო­ვი­ტან.

 

- თუ მღე­რი?

- ამა­ზე მთე­ლი ამ­ბა­ვია, არ ვმღე­რი, მაგ­რამ ხან­და­ხან სი­თავ­ხე­დე მყოფ­ნის და მა­ინც წა­ვიმ­ღე­რებ ხოლ­მე, მაგ­რამ იმ სიმ­ღე­რით შე­იძ­ლე­ბა და­გაყ­რუ­ოთ. კარ­გი ხმა კი მაქვს, მაგ­რამ სმე­ნა - არა. სმე­ნას ჩემ­თან ახ­ლო­საც არ "ჩა­უვ­ლია", არა­და, მომ­ღერ­ლებს რომ ვუს­მენ, ვგიჟ­დე­ბი. ჩემი მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი - ეკა გამ­ცემ­ლი­ძე იმით არის ცნო­ბი­ლი, რომ ფან­ტას­ტი­კუ­რი ხმა აქვს, უნი­კა­ლუ­რი სმე­ნა და რომ მღე­რის, შე­იძ­ლე­ბა აგა­ტი­როს, მაგ­რამ ჩემი ამ­ღე­რე­ბა არ გა­მო­უ­ვი­და. მოკ­ლედ, არ ვიმ­ღე­რებ, მაგ­რამ ჩემი კარ­გი გან­წყო­ბით ვინც კარ­გად მღე­რის, მათ მხარს და­ვუ­ჭერ.

 

image



- ამ ათე­ულ­ში ფა­ვო­რი­ტი გყავს?

- ნამ­დვი­ლად ყვე­ლა მომ­წონს, ვე­რა­ვის გა­მოვ­ყოფ. სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი არი­ან. ჩვენ­თან იყ­ვნენ გა­და­ცე­მა­ში მო­სუ­ლე­ბი და ვუ­თხა­რი, რომ უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ხართ-მეთ­ქი, ამ­ხე­ლა კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვეს, ხუმ­რო­ბა არ არის. მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, ახლა ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ვინ მო­ე­წო­ნე­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად. კონ­კურ­სან­ტებს ისე­თი ჟან­რის ნა­მუ­შევ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც მო­უ­წევთ, რაც მათი სტი­ლი არ არის. შოუ უნდა შექ­მნან. სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი უნდა იყ­ვნენ. ბევ­რი როლი უნდა მო­ირ­გონ. მუ­სი­კა კი მიყ­ვარს, მაგ­რამ მათ მუ­სი­კა­ლუ­რად ვერ შე­ვა­ფა­სებ. ათე­უ­ლის წევ­რებს ნე­ბის­მი­ე­რი სიმ­ღე­რის კარ­გად შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ. კონ­კურ­სის მო­თხოვ­ნე­ბი ასე­თი მკაც­რია. ვინ "გა­ქა­ჩავს", წი­ნას­წარ ვერ მიხ­ვდე­ბი, რად­გა­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სტრე­სის ქვეშ რამ­დე­ნად გა­უმკლავ­დე­ბი­ან კონ­კურ­სის მო­თხოვ­ნებს. ეს არის მთა­ვა­რი. პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უკვე რომ იცი­ან, რის­თვის იბ­რძვი­ან, ჩვე­ნი მსმე­ნე­ლიც გა­მოც­დი­ლია, საკ­მა­ოდ მუ­სი­კა­ლუ­რი, ვერ მო­ა­ტყუ­ებ. გარ­და იმი­სა, რომ ბევ­რი კარ­გად მღე­რის, გე­მოვ­ნე­ბაც კარ­გი აქვთ.

 

- რას უსურ­ვებ კონ­კურ­სან­ტებს?

- ფან­ტა­ზი­ებ­ში არ ვარ გა­და­ვარ­დნი­ლი და ვიცი, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ერთი იქ­ნე­ბა და იმ ერთს ვუ­სურ­ვებ, რომ სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია ჰქონ­დეს, ქარ­თუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა, რაც გვაქვს და სა­ქარ­თვე­ლოს ახა­სი­ა­თებს, ის აჩ­ვე­ნოს "ევ­რო­ვი­ზი­ას". ამ ყვე­ლა­ფერს სიმ­ღე­რით არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გად­მოვ­ცემთ. ვინც ვერ გა­ი­მარ­ჯვებს, რა მოხ­და მერე, ფარ-ხმა­ლი არ უნდა და­ყა­როს. ხან გვი­მარ­თლებს, ხან - არა. მთა­ვა­რი ის არის, რომ ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ათე­უ­ლი ქარ­თულ სცე­ნა­ზე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ად­გილს და­იმ­კვიდ­რებს და არ და­ი­კარ­გე­ბა. და კი­დევ ერთი - ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფრო­დაქ­შე­ნის ჯგუ­ფი გვყავს. გა­მოც­დი­ლი წამ­ყვა­ნე­ბი, მე მარ­თლა ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ნა­წი­ლი ვარ. სა­ხალ­ხო, ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტია. ასე რომ, მეც დიდი ინ­ტე­რე­სით ველი შოუს და­წყე­ბას და ვღე­ლავ.



Amio Bank issued dram bonds Ucom Celebrates Telecommunication DayFrom now on AMIO Mobile banking will have a new opportunity The Power of One Dram Sums up the Two-Year Program with Teach for ArmeniaGrigori Zakaryan: “Capital markets have a crucial for economic development.” Ucom's General Director Participates in High-Tech Development Panel Discussion IDBank issues the 2nd tranche of dollar bonds of 2024"Amio Era". Education is a chance to change life! Ucom's fixed network is launched in Artashat “By Your Side”: IDBank's new support program for displaced Artsakh citizens The Power of One Dram to the Road of Life Charitable OrganizationAMIO bank issues bondsGeneral Director of Ucom gave a lecture at the French University in Armenia Amio Bank participated in Career City Fest 2K24Transfers to Visa cards of foreign banks are available in the Unibank mobile app ZCMC CJSC general director R.N. Khudoli on the օccation of Internatioanal Labour dayGagik Khachatryan's prolonged denial of medical care amounts to torture. attorneyMore and more smiles in the city. 'Kentron' branch of AMIO BANK was reopenedIdram and IDBank at Career City FestIdram and IDBank as participants of Career City FestUcom provides four bus stops in Ijevan with free Wi-Fi An exhibition dedicated to Charles Aznavour's centennial anniversary Yerevan, May 22 – July 22 Caring for nature, we have started with ourselves - Team Telecom Armenia Up to 10% cashback from GetTransfer with IDBank cardsAmio Visa Signature Business card. When the opportunities are unlimited Up to 1% cashback when shopping on Wildberries with IDBank cards Ucom continues network modernization in regions of ArmeniaCo-founders of Galaxy Group of Companies Co-Hosts Business Breakfast to Strengthen Armenian-French Business TiesLeasing agreement and a number of advantages. Amio is in the Leasing Expo with a special offerInternational transfers from card to card with IDBank VISA cardsIdplus Bonuses in Idram&IDBank ApplicationUcom has released a new package offer Ucom continues network modernization in regions of ArmeniaIdram and IDBank participated in the signing ceremony of the Declaration of Women's Empowerment PrinciplesGeneral Director of Ucom participated in Doing Digital Forum 2024AraratBank: General Partner of Face-to-Face Regional Forum4.017.648 Drams to My Forest Armenia: April Beneficiary of The Power of One Dram is 4090 Foundation Ucom continues to support green energy expansion in Armenia Spring brought so much profit. It is a profitable promotion at Amio Bank Director General of Ucom took part in a recruiting conference Ameriabank named the Best Bank in Armenia for 2024 by Global Finance magazineAraratBank places its 27th issue of dollar bonds Ucom launches network modernization efforts in few regions of ArmeniaUcom Launches Network Modernization Efforts in Regions of Armenia5 000 dram bonus from IDBank for pension card holders World Bank Armenia has organized discussion on facilitating women’s wider engagement in sectors that have been traditionally male dominated in the countryIDBank as a Participant in the Conference of My Forest Armenia NGOIDBank issues the 1st tranche of dollar bonds of 2024In 2023, the SME Loan Portfolio of Ameriabank Reported More Than 30% GrowthMining plays an important role in providing materials for energy transition and green economy: Roman Khudoli