Yerevan, 26.April.2024,
00
:
00
1 $ = 0 ֏, 1 = 0 ֏, 1 = 0 ֏
BREAKING


ჩაშლილი პირველი ღამე – 42 წლის პატარძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდა

მოგეხსენებათ, როცა მამაკაცი გარკვეულ ასაკს გადააბიჯებს, გარშემო მყოფები ერთი კითხვით აბეზრებენ თავს: ”ცოლი არ მოგყავს?” შინაური თუ ”გარეული” ამ თემით ისე ინტერესდება, თითქოს სხვა საფიქრალი არ ჰქონდეს. სხვის ცხოვრებაში ჩარევა ვერ მოვიშალეთ და ზოგჯერ ეს იმდენად მომაბეზრებელი ხდება, რომ შეიძლება უაღრესად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანიც კი გამოვიდეს წყობიდან…

ნათია, 43 წლის:
– ჩემი ბიძაშვილი 46 წლისაა. 18 წლის ასაკში ცოლი მოიყვანა, მაგრამ ექვს თვეში დაშორდნენ. ორივე ბავშვი იყო და სახლობანას თამაში არ გამოუვიდათ. მშვიდად, წყნარად გაიყარნენ, ყოველგვარი აურზაურის გარეშე. ხუთი წლის შემდეგ ის გოგო მეორედ გათხოვდა და დღეს სამი შვილის დედაა. რაც შეეხება ჩემს ბიძაშვილს, ბიძაჩემმა გადაწყვიტა, თავის ერთადერთი შვილისთვის საფუძვლიანი განათლება მიეცა და რუსეთში, თავის ძმაკაცთან გაგზავნა. ირაკლი საკმაოდ ნიჭიერი კაცია, სამედიცინო სფერო აირჩია და კარგი ექიმია. წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში მუშაობდა. როგორც ვიცი, არაერთი წამყვანი კლინიკა სთავაზობდა დარჩენას, მაგრამ ბუნებით ისეთია, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდება. მსოფლიო მოიარა, მაგრამ ყველაზე დიდხანს მხოლოდ ორი წელი რჩებოდა. როგორც ვიცი, საქართველოდანაც ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ ბოლოს მაინც კიევი აირჩია და ბოლო ხუთი წელია იქაა. სახლიც შეიძინა და კარგი სამსახურიც აქვს, მაგრამ, რასაკვირველია, მის მშობლებსა და ახლობლებს ირაკლის კარიერული წინსვლა არ აკმაყოფილებთ. სურთ რომ ოჯახი შექმნას და თან ცოლად აუცილებლად ქართველი ქალი მოიყვანოს. ირაკლი საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის, ყოველდღე რეკავს და როცა კი მოიხელთებენ, ყველა ამ თემაზე ელაპარაკება. მოკლედ, ამას წინათ, ირაკლი ჩვენი ნათესავის დაკრძალვისთვის ჩამოვიდა საქართველოში. დატრიალდა ნათესაობა, ამ ჯერზე მას ნამდილად აღარ გავუშვებთ ისე, რომ ერთი კარგი გოგო არ გავაცნოთო. ასეთი მცდელობები მანამდეც ჰქონიათ, თუმცა უშედეგოდ. ირაკლი მსგავს გარიგებებს არასოდეს აღიარებდა, რაც საახლობლოში დიდ გაღიზიანებას იწვევდა.
ზოგიერთებს ეჭვიც კი შეჰქონდათ მის ორიენტაციაში. ჩემი ყურით მოვისმინე როგორ ეუბნებოდა ერთი მეორეს, იქნებ ცოლი იმიტომ არ მოჰყავს, რომ მამაკაცები იზიდავსო (იცინის). მერწმუნეთ, ირაკლის ორიენტაციის საკითხი საეჭვო ნამდვილად არ არის, უბრალოდ ალბათ აქამდე ვერ იპოვა ის ერთი, რომლის გვერდითაც დაიძინებდა, გაიღვიძებდა და ვინც მისი შვილების დედა იქნებოდა. მოკლედ, პანაშვიდებზე რომ დავდიოდი, მაშინ დამანახვეს ის გოგო, რომლის გარიგებასაც ირაკლისთვის აპირებდნენ. თუმცა, რაღა გოგო, 42 წლის ქალი იყო უკვე. ეს ამბავი ცოტა არ იყოს კი გამიკვირდა, რადგან მანამდე სულ ”ქორფა-ქორფა” ქალებზე ჰქონდათ ხოლმე თვალი დადგმული. ვერ მივხვდი, ამჯერად რატომ შეარჩიეს არჩევანი ნანიზე. თუმცა, ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩამოვიდა თუ არა ირაკლი, დედამისმა მაშინვე დაანახა ”ის” და უთხრა, იცოდე, ამჯერად თბილისიდან ისე არ გაგიშვებ, სანამ არ გაიცნობ, არ დაუახლოვდები და ცოლად არ მოიყვანო.

– იმ ქალმა იცოდა, რომ თქვენ ბიძაშვილს ურიგებდნენ?
– რასაკვირველია. მათი გაცნობის სცენას შევესწარი და მაშინვე მივხვდი, რომ მან ყველაფერი იცოდა პერსპექტიული სასიძოს შესახებ. ისე გაინაბა და გაინაზა, თავი ვერ შევიკავე და იქვე რომ არ გამცინებოდა, ადგილს გავეცალე. მოკლედ,
დავკრძალეთ ჩვენი ნათესავი და ქელეხის სუფრაზე ნანი და ირაკლი ერთად დასხდნენ. მერე ჩემმა ბიძაშვილმა ქალს სახლში გაცილება შესთავაზა, მასაც უარი არ უთქვამს. მეორე დღეს კიდევ შეხვდნენ, მესამე დღესაც და ერთი თვის თავზე უკვე ნიშნობა ჰქონდათ. არ ვიცი, ასე მალე შეუყვარდა ჩემს ბიძაშვილს ის ქალი თუ უბრალოდ დაიღალა ყველაფრით და იფიქრა, ცოლად მოვიყვან და დავისვენებო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. გამოალაგა ბიცოლაჩემმა, რაც კი ნანატრი რძლისთვის გადანახული ოქრო-ბაჯაღლო ჰქონდა და წავედით ქალის დასანიშნად. ირაკლი იცინოდა, რაღა დროს ასეთებია, მოვკიდებ ხელს და წამოვიყვან სახლშიო, მაგრამ მისმა მშობლებმა ყველა წესისა და ტრადიციის დაცვა მოსთხოვეს. ნანის მშობლებს შინ სუფრა ოც კაცზე გაეშალათ და ისეთი ბედნიერები დაგვხვდნენ, ვერ აგიწერთ. სარძლოც ფრთაშესხმული დაფარფატებდა ოთახში, არც იყო გასაკვირი, რატომაც არა, 42 წლის ასაკში თხოვდებოდა ქალი! ყველაფერმა წესითა და რიგით ჩაიარა. იყო სადღეგრძელოები, დალოცვა… იმავე საღამოს უთხოვია ირაკლის ნანისთვის, გამომყევი, სასტუმროში ნომერს ვიქირავებ და სანამ ჩემთან ერთად კიევში წამოხვალ, იქ გავჩერდეთო. საპატარძლომ უარი უთხრა, ახლა არაო. მომდევნო კვირაში ირაკლიმ თავისი მაინც გაიტანა და სანამ გასამგზავრებლად ყველა საჭირო საბუთს თავს მოუყრიდა, საცოლე მაინც დაიყოლია და ნანისთან ერთად ბათუმში წავიდა. ჩემმა ბიძაშვილმა ერთ-ერთი სასტუმროს ლუქსი ერთი კვირით დაიქირავა, მაგრამ რად გინდა?! თურმე საცოლე სათოფეზეც არ იკარებს, ეუბნება, შენთან ცოტა უცხოდ ვარ, შეგეჩვევი და მერე დავიძინოთ ერთადო. ნომერში ერთი დიდი საწოლი მდგარა, მაგრამ მასზე მხოლოდ ნანის ეძინა, ირაკლის კი – დივანზე. მეოთხე დღეს ნანის შეუთავაზებია, მოდი, საღამოს დავლიოთ, სითამამე მომემატება, შებოჭილი აღარ ვიქნები და მერე უკვე შევძლებ ”მოსახდენი მოხდესო” (იცინის). ამის შემდეგ ირაკლის რაღაც ეჭვი კი გასჩენია, მაგრამ ქალისთვის არაფერი უთქვამს, დათანხმებია. ასე იყო თუ ისე, საღამოს წითელი ღვინის სმა დაუწყიათ, კაცს ოთხი ჭიქა რას დაათრობდა, მაგრამ ნანი მაშინვე დამთვრალა და მოულოდნელად ატირებულა. ირაკლის უფიქრია, ღელავსო, ჩახუტებია, მოფერებია და ცოტა ხანში ლოგინშიც ამოყვეს თავი. ”მოსახდენი მოხდა” და ჩვენს პატარძალს გული ამოუჯდა, ქალიშვილი არ ვარ და არ მინდოდა ეს შენთვის მეთქვა, ვიფიქრე, რომ დავლევთ, ამას ვერ გაიგებს, მეშინოდა სიმართლის თქმის, მერე ცოლად აღარ მომიყვანო. ირაკლი გაცეცხლებულა, მაგრამ, რასაკვირველია, არა იმაზე, რაც ნანის ადარდებდა, არამედ იმაზე, რომ ის ქალი მის მოტყუებას შეეცადა. მაშინვე უთქვამს, ბარგი ჩაალაგე, თბილისში ვბრუნდებით, სახლში მიგიყვან და ამის შემდეგ ჩემმა თვალებმა არ დაგინახოსო. ქალი ფეხებში ჩავარდნია, მაპატიეო, მაგრამ ირაკლის გული ვეღარ გაალღო… მომხდარით ყველა შოკირებული იყო, რამდენიმე დღე სიმართლე ვერავინ გაიგო, მაგრამ თბილისიდან წასვლის წინა დღეს ირაკლი ჩემთან იყო სტუმრად, ჩემს ქმართან ერთად დალია და ყველაფერს მოუყვა. მე სამზარეულოში ვიჯექი და ყველაფერი მესმოდა. გაოგნებული ვიყავი იმ ქალის სიშტერით. 42 წლის ქალს ვინღა მოსთხოვდა ქალიშვილობას?! ეს რა დასამალი იყო?! ან თავიდან ვერ უთხრა იმ კაცს ყველაფერი, რა დალევა და ტანჯული სცენების დადგმა იყო საჭირო.

– ბოლოს როგორ დამთავრდა მათი ამბავი? ხომ არ შერიგდნენ?
– არა. რამდენიმე კვირის წინ ირაკლი კიევში გაემგზავრა. ბიცოლაჩემმა მითხრა, ნანი იყო მოსული და ყველა ის სამკაული თუ ნივთი მომიტანა, რაც ნიშნობაზე ვაჩუქეთო. როგორც მივხვდი, არც მათ იციან სიმართლე და მომხდარით ნანის მშობლების გაოგნებული არიან. ბიძაჩემი ირაკლისთან შეეცადა სიმართლე გაერკვია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მე და ჩემი მეუღლე ამ თემაზე ერთმანეთთანაც არ ვსაუბრობთ. ახლა თქვენ გიამბეთ და თუ რომელიმე მხარე ამ ამბავს წაიკითხავს, შეიძლება ყველაფერს ფარდა აეხადოს. ვფიქრობ, შეიძლება ეს კარგიც იყოს, რადგან გაურკვევლობაში არიან და დღემდე ვერ გაუგიათ რა მოხდა ბათუმში

Idram and IDBank as participants of Career City FestUcom provides four bus stops in Ijevan with free Wi-Fi An exhibition dedicated to Charles Aznavour's centennial anniversary Yerevan, May 22 – July 22 Caring for nature, we have started with ourselves - Team Telecom Armenia Up to 10% cashback from GetTransfer with IDBank cardsAmio Visa Signature Business card. When the opportunities are unlimited Up to 1% cashback when shopping on Wildberries with IDBank cards Ucom continues network modernization in regions of ArmeniaCo-founders of Galaxy Group of Companies Co-Hosts Business Breakfast to Strengthen Armenian-French Business TiesLeasing agreement and a number of advantages. Amio is in the Leasing Expo with a special offerInternational transfers from card to card with IDBank VISA cardsIdplus Bonuses in Idram&IDBank ApplicationUcom has released a new package offer Ucom continues network modernization in regions of ArmeniaIdram and IDBank participated in the signing ceremony of the Declaration of Women's Empowerment PrinciplesGeneral Director of Ucom participated in Doing Digital Forum 2024AraratBank: General Partner of Face-to-Face Regional Forum4.017.648 Drams to My Forest Armenia: April Beneficiary of The Power of One Dram is 4090 Foundation Ucom continues to support green energy expansion in Armenia Spring brought so much profit. It is a profitable promotion at Amio Bank Director General of Ucom took part in a recruiting conference Ameriabank named the Best Bank in Armenia for 2024 by Global Finance magazineAraratBank places its 27th issue of dollar bonds Ucom launches network modernization efforts in few regions of ArmeniaUcom Launches Network Modernization Efforts in Regions of Armenia5 000 dram bonus from IDBank for pension card holders World Bank Armenia has organized discussion on facilitating women’s wider engagement in sectors that have been traditionally male dominated in the countryIDBank as a Participant in the Conference of My Forest Armenia NGOIDBank issues the 1st tranche of dollar bonds of 2024In 2023, the SME Loan Portfolio of Ameriabank Reported More Than 30% GrowthMining plays an important role in providing materials for energy transition and green economy: Roman Khudoli Amio digital cards with unlimited opportunities and 5% cashbackInternational Client’s Day at IDBank Termination of service of MIR cards. IDBankThree Sad Stories about FraudstersUcom showed high and stable growth in fixed and mobile communications in 2023 The number of Team mobile subscribers is over 1 million On the occasion of International Women's Day ZCMC employees were awarded 3,780,052 Drams to the City of Smile Fund: The Power of One Dram Will Go to My forest Armenia in MarchGlobal Finance Recognizes Ameriabank's Leadership in Sustainable Finance in ArmeniaHow AMIO succeeded in gathering its team, partners and customers around a common goalWhat to Give on The Occasion of Women's Day? Idram and IDBankHalf Price for Everyone and up to AMD 15.000 Welcome Bonus for New Customers. IDBank Ucom congratulates everyone with spring holidays with a special offer Doing Digital Forum Returns Featuring Brett King as Keynote Speaker We celebrate the successes of AMIO BANK and Ingo Armenia in 2023ZCMC declares, that the Russian company GeoProMining LLC has never been and is not currently a shareholder of the Company, nor does it have any stake in the Company's ownership structureA Millionaire Wanted: New Draw from IdramUcom's fixed network is now available at AshtarakVisa & Unibank Unique opportunities to Olympic Games fans thanks to Visa in Armenia